ხვალ, 9 თებერვალს, ნოღაიდელის "სამართლიან საქართველოსთვისა" და "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს "ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ.
ამ მიზნით, საქართველოს ყოფილი პრემიერი მოსკოვში დღეს მორიგი ვიზიტით გაემგზავრა.
აღნიშნულის გარდა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნოღაიდელის პარტიაში განუცხადეს, "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს მოსკოვში არაერთი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
საქართველოს ყოფილი პრემიერი თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება.