"ჩვენი შეხვედრა პოზიტიური და კონსტრუქციული იყო", -განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ერთგული პარტნიორია.
,,ჩვენი შეხვედრა იყო პოზიტიური და კონსტრუქციული. საქართველო ახლო და ერთგულიო პარტნიორია ნატოსთვის. თქვენ ახლახან გააორმაგეთი თქვენი წვლილი ჩვენს მისიაში ავღანეთში, ასევე შეუერთდით ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე დაგეგმარების პროცესს, რომელიც 2014 წლის შემდეგ ავღანეთის ძალების წვრთნის, რეკომენდაციებსა და დახმარებას ითვალისწინებს", -განაცხადა რასამუსენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ერთგული რჩება ნატოსთან ურთიერთობის პროცესში, რაც მისასალმებელია.
ნატოს გენერალური მდივნის განაცხადებით, ნატო ერთგული რჩება საქართველოსთან პარტნიორობის და მოუთმენლად ელის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ნატოს საგარეო კომისიის ფარგლებში რომლის გამართვაზეც თვეზე ნაკლები რჩება, _აღნიშნა რასმუსენმა და განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების დაცვით წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი Aანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა.