"აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი ის იყო, რაც საქართველოში ხდებოდა", -განაცხადა ბრიუსელში ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში შემაშფოთებელი არაფერი არ იყო.
,,რასმუსენის განცხადებაში შემაშფოთებელი და საზარელი არაფერი მინახავს. ის რაც საქართველოში ხდებოდა აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელიც იყო და არა ის რაც დღეს ხდება. Eეს არის პასუხი იმ ძველ ქმედებებზე და ალბათ, მხედველობაში ეს ჰქონდა ბატონ რასმუსენს და ჩვენ ამას ერთმანეთთან საუბარში შევაჯერებთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო და ხელისუფლებას მოუწოდებს სასამართლო პროცესებზე თავი შეიკავოს პოლიტიკური ჩარევისგან.