ნორვეგიელ ტერორისტს ანდრეს ბრეივიკს, რომელიც ამჟამად სასჯელს ილის ციხეში იხდის ნოუთბუკის გამოყენების უფლება მისცეს. ინფორმაციას ნორვეგიის სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.
ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ელენ ბერკეს განცხადებით, ეს არაა ბრეივიკის მიერ სასამართლოსთვის გაკეთებული მიმართვის დაკმაყოფილება, რომელშიც იგი სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდა. კერძოდ ბრეივიკი იკმაყოპფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყავა რომელსაც მას აძლევენ ცივია, უჭერს ხელბნორკილები, კამერაში არაა ჰაერის დამტენიანებელი, მის საუზმეს აკლია კარაქი და ა.შ.
"ეჭვი მეპარება, რომ ნორვეგიაში კიდევ იყოს ისეთი სასჯეაღსრულების ადგილი, სადაც პირპობები იმაზე უარესი იქნება, რომელშიც მე ვიმყოფები", - წერს ბრეივიკი თავის საჩივარში.
ბერკემ აღნიშნა, რომ კომპიუტერთან ბრეივიკის საქმიანობას ციხის ადამინისტრაცია გააკონტროლებს და მას ყველა ქსელში თავისუფალი შეღწევის საშუალება არ ენება.
მისივე თქმით, ასევე მკაცრად გაკონტროლდება ბეივიკის მიერ სპორტდარბაზში ყოფნის პერიოდი. იგი ვარჯიშს წინასწარი თანხმობის საფუძველზე შეძლებს.
ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრეივიკის ერთწლიანი პატიმრობა ქვეყანას 2,2 მილიოონი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც 15-ჯერ მეტია ვიდრე ნებისმიერი რიგითი დამნაშავის შენახვა. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, შემდგომში მისი ციხეში ყოფნა ხაზინას წელიწადში 850 ათასი აშშ დოლარი დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის, 24 აგვისტოს, ნორვეგიის სასამართლო ანდრეს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხუთივე მოსამართლემ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ბრეივიკი საღ ჭკუაზეა.
ბრეივიკის დაცვა სასამართლოზე ცდილობდა აქცენტი მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გაეკეთებინა თუმცა თავად განსასჯელი აცხახდებდა, რომ იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია და საღ ჭკუაზეა. ბრეივიკი აღიარებდა, რომ 2011 წლის 22 ივლისს მან 77 ადამიანი მოკლა და 240 დაჭრა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო. ბრეივიკი აცხადებს, რომ მისი ქმედება განპირობებულია ულტრამემარჯვენე და ანტიმუსულმანური შეხედულებებით და არ სურს რომ მას აღიქვამდნენ როგორც შიზოფრენიკს.