ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების შედეგად, ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მჯდომარე სამუშაო ბევრად სახიფათოა, ვიდრე ეს აქამდე წარმოედგინათ. კვლევებს რამდენიმე ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტი აწარმოებდა. მეცნიერებმა, საჭირო დასკვნების მისაღებად, ექსპერიმენტები ცხოველებზე, კერძოდ, ღორსა და თაგვზე ჩაატარეს და მივიდნენ იმ მოსაზრებამდე, რომ ცოცხალი არსებები, რომლებიც ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევენ, გაცილებით ხშირად ავადდებიან, ვიდრე აქტიური ფიზიკური დატვირთვის მქონენი.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ნაკლები მოძრაობა წონის მატებას და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს. ახლა კი ირკვევა, რომ უმოძრაო ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანები, შესაძლოა, დიაბეტით, სიმსიმვნით და კუჭ-ნაწლავის პრობლემებითაც დაავადნენ. ამიტომ, ასეთი სამუშაოს მქონე ადამიანებს სპეციალისტები დილაობით, ნახევარსაათიან ვარჯიშებს ურჩევენ, მათ შორის, შესაძლოა, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე ფეხით გასეირნებაც იყოს.
მასალის გამოყენების პირობები