აფხაზური ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა კრასნოდარის მხარის მაცხოვრებელი დააკავეს, რომელსაც მდინარე ფსოუზე ნარკოტიკების გადატანის მცდელობა ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 68 წლის ზაურ ხიბას პირადი ნივთების დათვალიერებისას, მობილური ტელეფონის დამტენი მოწყობილობის გახსნის შემდეგ აღმოჩენილია 5,5 გრამი მეტადონი.
"დაკავებული ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება, საქმის დეტალებს კი რესპუბლიკის შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველო არკვევს", _ იუწყება რუსული მედია.