ჯონდი ბაღათურია ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ეს მოთხოვნა ბაღათურიამ დღეს პარლამენტრში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა და მოითხოვა, რომ დაუყონებლივ იქნას ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა მოწვეული, რომელიც შეისწავლის რაში დაიხარჯა დევნილებისთვის გამოყოფილი მილიონები.
ბრიფინგს ახალგორიდან დევნილებიც ესწრებოდნენ და როგორც ბაღათურიამ აღნიშნა ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებმა დევნილებს მილიონები გამოუყო, რათა მათთვის საცხოვრებელი სახლები აეშენებინათ ან კომპენსაცია მიეღოთ 10 ათასი დოლარის ოდენობით, თუმცა ბაღათურიას თქმით, ახალგორიდან დევნილ 150 ოჯახს სახელმწიფოსგან ერთი თეთრიც კი არ მიუღია.
"დევნილები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ მათთვის გამოყოფილი მილიონები კი დახარჯულია. მათ არც დევნილის სტატუსს აძლევენ და არც ფულს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სთავაზობენ 10 ათას დოლლარს თუმცა ეუბნევიან რომ ამ თანხიდან 3 ათასი დოლარი უკან უნდა დააბრუნონ ეს კი არის კანონდარღვევა და, საჭიროია, ამით სათანადო ორგანოები დაინტერესდნენ", - აცხადებს ბაღათურია.