გამორიცხული არ არის, ბაჩანა ახალაიას კარგი კაცობის სხვა ფაქტები კიდევ გამოვლინდეს, - განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა.
,,ბაჩანა ახალაიას ბრალს, რომელიც პირველად იყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება დაემატა მეორე ეპიზოდი ეს გახლავთ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. არ არის გამორიცხული, რომ დროსთან ერთად მისი ,,კარგი კაცობის" სხვადასხვა ფაქტები გამოვლინდეს და თუ ისინი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნება, რა თქმა უნდა, მისი ბრალის საკითხი შეიძლება, დამძიმდეს სხვადასხვა ეპიზოდებით", _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა და იგი სასამართლოს წინაშე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარსდგება.