სასჯელაღსრულებისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარი დედაქალაქის მერის მცდელობას, მთავრობის სხდომას დასწრებოდა, ბავშვურ ხულიგნობას უწოდებს.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მერიამ სოციალური პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხები, სხვა მიზნებისთვის დახარჯა, რასაც შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
„რეგლამენტით მთავრობის სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები, ან ის ადამიანები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი მოიწვევს. ამ სხდომაზე გიგი უგულავა მოწვეული არ ყოფილა და შესაბამისად, ეს ბავშვური ხულიგნობები, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო მიღებული, დღეს სრულიად უადგილოა. ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ხალხისთვის დაიხარჯა სხვა რამეზე რასაც შესაბამისი უწყებები შეისწავლიან"- განაცხადა სუბარმა.