აშშ-ში ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
უბედური შემთხვევა კონექტიკუტის შტატში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა ელექტროსადგურზე აფეთქებამ გამოიწვია, "გარდიანის" ინფორმაციით კონექტიკუტის აღნიშნულ სადგურზე გარკვეული ტიპის ცდები ტარდებოდა.
შტატის პოლიცია უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს და ტერორიზმს გამორიცხავს.
აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.