"გიორგი კალანდაძის დაკავება საბჭოთა კავშირის კაკებეშნიკური მეთოდით მოხდა", -განაცხადა ყოფილმა შსს მინისტრმა, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა.
,,კალანდაძის დაკავება ღამის სამ საათზე, მინისტრის კაბინეტში ეს ჩემი აზრით, სამარცხვინო, ძველი საბჭოთა კავშირის კაკებეშნიკური მეთოდია და ქართულ ჯარში ქართველი ოფიცრის, ქართველი გმირის დაკავება ღამის სამ საათზე, მინისტრის კაბინეტში ამაზრზენი საქციელია, იმიტომ, რომ ასეთი რამე ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. Dდამოუკიდებელ საქართველოში ასეთი ფაქტი არ მიმხდარა", -განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ივანე მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძე სამართალდამცავებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს.