კოსტა რიკას პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. ლაურა ჩინჩილა მირანდა, ან უბრალოდ ჩინჩილა კოსტა რიკას პრეზიდენტი გახდება. არჩევნების შედეგებით, ქალმა კანდიდატმა ეროვნულ თავისუფლების პარტიიდან ხმების 47% დააგროვა.
როგორც უცხოური პრესა იუწყება, ჩინჩილას უმთავრესმა კონკურენტებმა ოტონ სოლისმა და ოტო გევარამ დამარცხება უკვე აღიარეს და ქალ პოლიტიკოსს, გამარჯვებაც მიულოცეს.
ჩინჩილამ თავისი პოლიტიკური კარიერა 1994 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ბოლოს ჩინჩილას კოსტა რიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.