,,ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანს ნუ გამოიყვანთ", _განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ შსს სამინისტროს ყოფილი მინისტრის დაკავების კომენტირებისას.
სანიკიძის განცხადებით, ბაჩო ახალაიასთვის საქართველო ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა.
,,,ბაჩო ახალია ვერანაირად ვერ იქნება ცოტნე დადიანი და ნუ გამოიყვანთ ისე თითქოს, არარატის ველზე თავის ფეხითYჩავიდა, თაფლის წაისვა. საქართველოში ბაჩო ახალაია იმიტომ დაბრუნდა, რომ მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი საქართველოა. არსებობს თქვენს მიერ მოგონილი ტერმინი ,,გონივრული ეჭვი" და არსებობს ,,გონივრული ეჭვი", რომ ჩრდილო კავკასიური დიასპორას წარმომადგენლები მას გამალებით ეძებენ ქვეყნის გარეთ, გარკვეული მიზეზები გამო, რომელიც მე, პირადად არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილო კავკასიელებმა იციან და ეჭვი მაქვს, თქვენს შორის არიან ადამიანები ვინც ამის შესახებ იცით", _ -განაცხადა სანიკიძემ.