,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი პროკურორის დავით საყვარელიძის განაცხადებით ,,თავის ჭყლეტა მიმდინარეობს იმაზე, თუ რა ბრალდება წაუყენონ დაკავებულებს", _ განცხადა ჟურნალისტებთან დავით საყვარელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაჩანა ახალაის დაკავება პოლიტიკური დაკვეთაა და ის უხარისხოდ, დაბალ დონეზეა შესრულებული.
,,ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ახალი ხელისუფლებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც უხარისხოდ, დაბალ დონეზეა შესრულებული. მთავარი პროკურორის გამოსვლა ვნახეთ, სადაც ამბობდა, რომ მოწმის სახით იბარებდა ადამიანს, რომელიც თავის ფეხით ჩამოფრინდა და მზად იყო ეთანამშრომლა გამოძიებასთან. ალბათ, შემდეგ მოწმის სტატუსით დააკავეს, ახალი სამართლებრივი ფორმა მოიგონეს. ბრალი არ წაუყენებიათ და თავის წყლეტა მიმდინარეობს იმაზე, ბრალდებაში რა ჩაწერონ და როგორმე გაამართლონ აბსურდული ბრალდება ამ ადამიანების მიმართ", -განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბაჩანა ახალაია დააკავეს.