ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ქართული მხრიდან შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით რაქვიაშვილი ესწრება.
შეხვედრას ესწრება ცხინვალის კომენდატი, გენერალი ტარასოვი. როგორც შეხვედრის დაწყების წინ შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე შეხვედრაზე დააყენებს კამისყანიდან ორი თვის წინ გატაცებული ექვსი ქართველის საკითხს, რომელიც ამ დროისათვის ცხინვალში იმყოფებიან.
შეხვედრაზე ასევე დაყენებული იქნება საკითხი ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ადგილებში უკონტროლო ჯგუფების შემოსვლისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის მიტაცებასთან დაკავშირებით.