ბაჩო ახალაია დანაშაულებრივი ვერტიკალის თვალსაზრისით დღეს არის უკეთეს პირობებში, - აცხადებს უფლებატადამცველი ლია მუხაშავრია. როგორც მუხაშავრიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, ბაჩო ახალაიას პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შესაძლებლობა აქვს.
"მას ექნება შესაძლებლობა, საპროცესო შეთანხმება დადოს პროკურატურასთან და ამით თავი გადაირჩინოს, ოღონდ იმის ხარჯზე, რომ ზემდგომი პირების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება", - აღნიშნა მუხაშავრიამ.