,,ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტში შემოვიდა აბსოლუტურად ბუნდოვანია", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის კომენტირებისას
,,კონკრეტული დაპირებები, რომელიც მოსახლეობის მიმართ იყო გაჟღერებული ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. თანხა, რომელიც საერთო დაპირებებისთვის გაითვალისწინეს ერთ ადამიანზე თვეში თოთხმეტი ლარია. მოქალაქეები ელოდებიან, როგორც პენსიის, ასევე სხვა მიმართულებით სოციალური დაპირებების შესრულებას. Uუბრალოდ, მართალა სასაცილოა, როცა რეგიონების დაფინანსება მცირდება ანუ გზა სოფელში აღარ უნდა გავიდეს, თუ გაზი აღარ უნდა გავიყვანოთ", _განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს