"მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის ისევ რჩება საქართველოს საკუთრებაში", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "რუსთავი2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებას, მინისტრის თქმით, ეს მინისტრის კომპეტენცია არ არის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის კომპანიებთან და უწყებებთან.
"ტარიფების დაწევა უშუალოდ მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვერ მოხდება, ამისთვის საკითხის კომპლექსური შესწავლაა საჭირო და ეს პროცესი უკვე დაწყებულია", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, გადაიხედება ყველა ხელშეკრულება და მემორანდუმი, რომელიც ენერგეტიკის სფეროშია დადებული.