იულია ტიმოშენკოს პარტიის წარმომადგენელი და უკრაინის საარჩევნო კომისიის წევრი მკვდარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერ მინისტრმა და ამჟამდ იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ტურჩინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.
ტურჩინოვის განმარტებით შემთხვევა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში დაფიქსირდა.
"ეს ადამიანი 26 -ე კომისიაში მუშაობდა და გუშინ ღამეც იქ იმყოფებოდა. ეს, ის კომისიაა, რომელიც სოფელ უნიჟში მდებარეობს და საიდანც დღეს, დხაურული სეიფიდან ბიულეტინები უკვალოდ გაქრა", - აღნიშნა ტურჩინოვმა