პრეზიდენტის რეზიდენციის ხარჯებსა და ქალაქის სხვა დაწესებულებს შორისა ისეთი სხვაობაა, როგორიც ბანანის რესპუბლიკებს ახასიათებთ", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ადამინისტრაციის ხარჯებიო აღარ დაფინანსდება.
საყვარელიძის თქმით, ანალოგიური ტიპის განცხადებები პრემიერისგან პირველი არ არის.
,,მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას პრემიერის მხრიდან მიჩვეულები ვართ და პირველი არ არის. ივანიშვილმა ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა, რომ დატოვოს ყველაფერს ჯობია ახლა კი პრეზიდენტს საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც მან მის მიერ გაკეთებული წინა განცხადების შეფასებისას თქვენ უბრალოდ, ეს მისი მოსაზრებაა და არ არის ის გეზი, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება აპირებს მოქმედებას", -განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება პოლიტიკური რევანშის ხასიათს ატარებდეს. მისი თქმით, ივანიშვილის მოწოდება მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს საპრეზიდენტო რეზიდენცია მხოლოდ ფინანსური დატვირთვა გააჩნია.
"ივანიშვილის განცხადება ნაკლებად კორექტულია და უცხოელების შეფასებით ივანიშვილის მხრიდან ეს ერთგვარად სააკაშვილის დევნაა. თუმცა Aარა მგონია, პრემიერის განცხადებას დევნის საფუძველი ჰქონდეს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის გარდა რამდენიმე რეზიდენცია აქვს. ეს უფრო ფინანსური კუთხით გაკეთებული განცხადებაა, რადგან ივანიშვილმა სააკაშვილს მთავრობის კანცელარიაში გადასვლა ხარჯების დაზოგვის მიზნითYშესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში მეეჭვება, ერთისთვის, ან მეორისთვის დიდი სიამოვნება იყოს ერთ ლიფტში ერთად ყოფნა", - განაცხადა საყვარელიძემ, რომელმაც განცხადა, რომ ამ მასშტაბის სხვაობა ხარჯების კუთხით საპრეზიდენტო რეზიდენციასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის დაუშვებელია.
,,ამხელა სხვაობის არსებობა საპრეზიდენტო რეზიდენციასა და ქალაქის სხვა დაწესებულებებსა და ცხოვრების პირობებს შორის უსიამოვნო გრძნობას იწვევს.Aანალოგიური მდგომარეობა ე.წ. ბანანის რესპუბლიკებშია, სადაც სახელმწიფოს მეთაური, ან მდიდარი ადამიანი თავს უფლებას ძლევს ფუფუნებაში იცხოვროს მაშინ, როდესაც მისი ღობის იქით სიღარიბეა", - განაცხადა საყვარელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო "ბანანის რესპუბლიკის" ქვეყნებს არ უნდა დაემსგავსოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტს მოუწოდა დატოვოს საპრეზიდენტო რეზიდენცია და მუშაობა მთავრობის კანცელარიაში გააგრძელოს.