ხვალ, 8 თებერვალს, 16:00 საათზე "ხალხის პარტიის" ორგანიზებით, პარლამენტის შენობასთან მოვაჭრეების აქცია გაიმართება.
როგორც აღნიშნული პარტიის ლოდერმა კობა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აქციაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების მოთხოვნა გაჟღერდება.
"საგადასახადო კოდექსში შეტანილ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განმარტების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად დაცული უნდა იყოს, რისთვისაც ფიქსირებული გადასახადის შემოღებას ვითხოვთ", - განმარტავს დავითაშვილი.