ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს გამოეყოფა სპეციალური სახსრები, რომლებიც ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეთა დასახმარებლად წარიმართება. გამოყოფილია 10 მილიონი რუსული რუბლი", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.