ხვალიდან, 8 თებერვლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტს იტალიასა და პორტუგალიაში განაგრძობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვაშაძე მიუნხენიდან ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ პორტუგალიაში ჩავა.
წინასწარი ინფორმაციით, მინისტრი აპირებს შეხვდეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის, პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, ჯანფრანკო ფინის და სხვა იტალიელ მაღალჩინოსნებს.