ხვალ, 8 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვს კიდევ ერთხელ ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში მიუნხენიდან გაემგზავრება, სადაც ის ერთდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.
"მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელს არაერთი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, 9 თებერვალს ხელი მოეწერება შეთანხმებას, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და პოლიტიკურ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას", - აცხადებენ პარტიაში და აქვე განმარტავენ, რომ დოკუმენტს ხელს "ედინაია როსიას"
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ.
საქართველოს ყოფილი პრემიერი თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება.