ბელარუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე ალესინი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ბელორუსის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის სამეცნიერი-ტექნიკური და სამეწარმეო პოტენციალის თავისი კონტროლის ქვეშ აყვანას აპირებს. სწორედ ამ სიბრტყეში განიხილავს ექსპერტი მინსკში რუსეთის ვიცე-პრემიერის დიმიტრი როგოზინის ვიზიტს, რომელიც "თავდაცვას" კურირებს.
"როგორც ჩანს, თავისი სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზაციის დროს, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს ნულიდან აღადგინოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგული თავდაცვითი და სამოქალაქო საწარმოები, ხოლო თავისი ხარჯების მინიმიზაციისათთვის მას ბელორუსის ინდუსტრული პოტენციალით სარგებლობა სურს, მათ შორის მისი ყველაზე წარმატებული ქარხნების საკუთრებად ყიდვის გზითაც", _ აცხადებს ალესინი.
მისივე თქმით დიახ, ლუკაშენკო ყოველმხივ ეწინააღმდეგება პრივატიზაციის რუსულ სცენარს, მაგრან მოსკოვის საცეცი მას სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ეხვევა. რეჟიმს ფულის შოვნის ვარიანტები ბევრი არ აქვს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ მოდერნიზაციული რიტორიკა, რომლითაც ბოლო დროს შეიარაღებულია ბელორუსის ლიდერი ჰაერში რჩება: თავად ძალა არ ყოფნის და რუსეთი ამ საქმეში დამხმარედ არ გამოადგება - იგი მეთოდურად ბელორუსის სატელიტურ კვაზისახელმწიფოდ გადაქცევას აპირებს.
და თუ პუტინის ევრაზიული პროექტი გეგმის მიხედვით განვითარდება ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხშიც ჯიუტობას უბრალოდ აზრი არ აქვს, ევროპისკენ გზა ბელორუსისათვის უკვე ამოქოლილი იქნება.