უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხმის მიცემა თბილისსა და ბათუმშიც მიმდინარეობს.
თითო საარჩევნო უბანი უკრაინის საკონსულოებში 08:00 საათზე გაიხსნა.
საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ უკვე დააფიქსირა საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში სულ 320 უკრაინელი ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან ხმა 8 %-მა უკვე მისცა ხმა. რაც შეეხება ბათუმს, აჭარაში, იმერეთში, გურიასა და აფხაზეთში სულ საარჩევნო ასაკის მქონე 1 10 ადამიანი ცხოვრობს.
საარჩევნო უბნები თბილისსა და ბათუმში არსებულ უკრაინის საკონსულოებში 20L00 საათზე დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო უპირისპირდებიან.