დღეს, 7 თებერვალს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გერმანიას ეწვევა.როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის ყოფილი პრემიერი მიუნხენში ჩავა.
"მიუნხენში დაგეგმილია საქმიანი შეხვედრების გამართვა", - აცხადებენ პარტიაში, თუმცა ვიზიტის დეტალებს არ ახმაურებენ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიუნხენში გამართულ შეხვედრებზე ზურაბ ნოღაიდელი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად ისაუბრებს