დღეს დილით ბაქოში უბედური შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. "ამ დილით ბაქოს ისამალის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა", _ იუწყება "ვესტი.აზ".
აზერბაიჯანის შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დილით, მხუთავი გაზით მოწამვლის შედეგად, ნაქირავებ ბინაში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე ეგანია ნაზარლიევა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.