საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისალმება ოპოზიციის ჩართულობას რომელიც მათი მხრიდან გამოიხატა სიების გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით. ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
"პრეზიდენტი მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში. როგორც ცნობილია, რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა და მათ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო სიების გადამოწმებაში. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში, რაც თავის თავად მაჩვენებელია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის, ეს კი საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და დაკვეთაა", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.