ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის პირდაპირი არჩევნები 30 მაისს ჩატარდება,_ ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი პირდაპირ მიმართვს პარლამენტს იმისათვის, რომ დაჩქარდეს ამ თარიღის დაკანონება.
"იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკური პარტიას და მათ შორის, პირველ რიგში ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ საშუალება უკეთ მოემზადონ არჩევნებისათვის და უკეთესად დაგეგმონ საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს დროულად იქნეს მიღებული კანონი და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ადგილობრივი არჩევნები და მათ შორის თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს 30 მაისს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.