მოსკოვისათვის, კვლავინდებურად, ნატოს აღმოსავლეთისაკენ გაფართოება მიუღებელია. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რუსული მედიის ინფოкმაციით, ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს არ ესმის, თუ "როგორ შეუძლიათ, ნატოში სულ ახლახანს მიღებული წევრების ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზებს რუსეთის უსაფრთხოება გაამყარონ".
"როგორ გაამყარებენ მაგალითად ნატოს ძალები შავ ზღვაში რუსეთის უსაფრთხოებას?", _ იკითხა კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.