კახა ძაგანია: ხელისუფლება წყლის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას აწესებს, _ ამის შესახებ დღეს ლეიბორისტული პარტიის ერთ - ერთმა ლიდერმა, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პარლამენტში შევა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, წყლის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 500-დან 1000 ლარამდე თანხის ოდენობით დაჯარიმდებიან. ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში კი აღნიშნული ინიციატივა პატიმრობასაც ითვალისწინებს.
"ისეთ წყალუხვ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მსგავსი კანონი უბრალოდ დანაშაულია და სხვა არაფერი", - განმარტა კახა ძაგანიამ.