ზაქარეიშვილი, ვოლსკი, ბერძენიშვილი, სანამ ცოცხლები არიან დივერსიულ პოლიტიკას არ მოიშლიან, _ განაცხადა ,,სახლხო ფრონტის" თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ. როგრც ნათაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა ზაქარეიშვილის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოლაპარაკების მხარეებად აღიარება, საქართველოს ღალატის ტოლფასია.
,,უმეცარი პაატა ზაქარეიშვილი და მეორე კიდევ უწიგნური გიორგი ვოლსკი ბედავენ გამოსვლას და ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მხარეებად უნდა ვაღიაროთ. ისინი მხარეები არ არიან მათთან საუბარი შეიძლება მხოლოდ, ისე როგორც პოლიცია ელაპარაკება ბანდას, რომელმაც ბავშვები დაატყვევა და შანტაჟს აპირებს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარეებად აღიარება სახელმწიფოსთვის პირდაპირი ღალატია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნათაძემ.
მისვე განცხადებით, დავით ბერძენიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი დივერსიული პოლიტიკის გამტარებლები არიან.
"ამ დივერსანტებსა და იდიოტებს, რომლებიც პარლამენტში არიან პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის ნულოვანი უფლება უნდა მიეცეთ. ზაქარეიშვილი, ვოლსკი, ბერძენიშვილი სანამ არიან დივერსიულ პოლიტიკას არ მოიშლიან მათ უბრალოდ ხმა უნდა ჩააკმენდინო", _განაცხადა ნათაძემ.