იტალიელმა მეცნიერებმა შეძლეს თირკმლის დონორის ალტერნატივა შეექმნათ. მათ ხელოვნური თირკმელი ლაბორატორიულ პირობებში გამოიყვანეს და შეძლეს მისი გადანერგვა მღრნელებისთვის, როგორც აღმოჩნდა ხელოვნური თირკმელი შესანიშნავად მუშაობს.
ახალი თირკმლები თაგვის ემბრიონის ღეროვანი უჯრედიდან გამოიყვანეს. მეცნიერებმა შექმნეს განსაკუთრებული ორგანელი რომელიც თირკმლის ძირითადი უჯრედებისგან შედგება. შემდგომ ეს ორგანელი სპეციალურ ხსნარში მოათავსეს,რომელიც ხელს უწყობს ძარღვების ზრდას. ძარღვები გადაუნერგეს მღრნელებს, ხოლო შემდგომ შეიყვანეს ზრდის ფაქტორი.
როგორც ტესტირებამ აჩვენა,სადაც მთავარი ამოცანა იყო - სისხლისგან ცილის ფილტრაცია-ხელოვნური თირკმლები არანაკლებ უმკლავდებოდნენ,ვიდრე ბუნებრივი. მეცნიერები გეგმავენ გააგრძელონ ექსპერიმენტი და თირკმლის არხები დააკავშირონ შარდის ბუშტს. თუკი ეს მათ გამოუვათ, ეს ტრანსპლანტაციაში რეალური გარღვევა იქნება.