გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ქარული მოსახლეობის ძარცვა გრძელდება. სოფელ ოტობაიაში წუხელ სამი ყაჩაღობა ერთდროულად მოხდა. თორდიების, ხარჩილავების და აშორდიების ოჯახის წევრები აგრესორებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ზუგდიდში გადასვლას ცდილობდნენ.
სულ კი გასული დღეღამის განმავლობაში გალის რაიონში მომხდარია სულ 17 ყაჩაღობა, აქედან სასტიკად ნაწამები არიან თორდიების, ხარჩილავების და აშორდიების ოჯახები.
დაკავებულები ოკუპანტებმა გალში სასტიკად ნაცემები გადაიყვანეს. ამას გარდა, ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმები მოხდა სოფლებში ნაბაკევში, სიდაში და რევშიც.
რუს სამხედროებს ოკახებიდან ყველაფერი გააქვთ, ტექნიკა, პროდუქტები და საოჯახო საქონელი. ყოველივე ამას ისინი მძიმე ტექნიკით ეზიდებიან. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ისინი ქართველებს ფიზიკურად უსწორედებიან.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ვითარება საგრძნობლად გართულდა. რუსი ოკუპანტები შედიან ადგლობრივ მაცხოვრებელთა ოჯახებში, გამოქვთ საოჯახო ნივთები, ტელევიზორები, მაცივრები, საწოლები და ყოველივე თავიანთ ნაწილებში მიაქვთ. ადგილობრივთა განმარტებით, რუსი ოკუპანტები ასე იმის გამო იქცევიან, რომ 12 თებერვლის ანუ სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, სამხედროთა ცვლა იცვლება და მათ ადგილს უკვე სხვა რუსი ოკუპანტები დაიკავებენ.