შემიძლია ,,ნაციონალური მოძრაობის" 6-8 დეპუტატი დავასახელო რომელებიც არჩევნების გაყალბებასთან არიან დაკავშირებული, _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა არეშიძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის არიან ადამიანების რაოდენობა ახლა შემიძლია 6-8-მდე დეპუტატი დავასახელო, რომელთაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დანაშაული აქვთ ჩადენილი", _განაცხადა არეშიძემ, რომელმაც დეპუტატების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
,,დეპუტატების ვინაობას არ დავასახელებ, რადგან მათ უდანაშაულობის პრეზუმცია იცავთ და ისინი სასამართლომ როგორც არჩევნებში გამარჯვებულები ისე სცნო", _განაცხადა არეშიძემ.