სოციალური აქციების საშუალებით ვიღაცა დროის მოგებას ცდილობს, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მამუკა არეშიძემ. ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ აქციები, რომელიც ბოლო დროს საქართველოში მიმდინარეობს მართულია.
,,არა მგონია, მასობრივად ასეთი სოციალური მოთხოვნები არ იყოს ვინმეს მიერ ინსპირირებული. Eეს ადამიანები, რომელებიც ქუჩაში არიან გამოსული შეიძლება ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ მათ უკან ვიღაც მოქმედებს და მე ამას არ გამოვრიცხავ. Mმსოფლიო ისტორიაში არსებობს ანალოგიური მაგალითები, რომ ადამიანების სამართლებრივ მოთხოვნებს მავანი და მავანი იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება სტაგნაციისკენ წავიდეს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გაფიცვის ფაქტებით დროის მოეგბას ცდილობს.
,,ვიღაც ცდილობს, დრო მოიგოს, რადგან მას შემდეგ, რაც შს მინისტრი, ან პროკურორი სამუშაო კაბინეტში შევა იმ საქმეების გამოძიება დაიწყება, სადაც დანაშაული მიუძღვის რომელიმე მაღალჩინოსანს. Aამიტომ ამ ყველაფრის გადასაფარვად აუცილებელია ქვეყანაში ასეთი ტიპის ქმედებები, რათა ქვეყანაში შექმნას ეკონომიკური კრიზისი, რათა ის ინფომაციები არ იყოს აქტუალური, რასაც პროკურატურა, თუ შსს მიაწვდის საზოგადოებას", _ განაცხადა არეშიძემ.