გადაბარების პროცესი ცივილურად და მეგობრულად ჩატარდა, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მაია ფანჯიკიძესთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კოლეგიალურად გაიარა.
„გადაბარების პროცესი ცივილიზებულად ჩატარდა, ყველა ვინც მიდის და რჩება ამ სამინისტროში ერთად არის ნამუშევარი, ერთი სამშობლო გვაქვს, საგარეო პოლიტიკა ადგილზეა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ისევე საჭიროა, როგორც ადრე. ამიტომ ძალიან კოლეგიალურად გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, გადასახედი და გასაგრძელებელი"- განაცხადა ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა. რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები უცვლელია.
"მიხარია რომ პრიორიტეტები იგივე რჩება, როგორიც არის ევროკავშირი, ნატო და კარგი ურთიერთობები ჩვენს მეგობრებთან", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ჯერჯერობით არ დააკონრეტა თუ სად გეგმავს სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტროს პოსტზე მაია ფანჯიკიძემ გრიგოლ ვაშაძე ჩაანაცვლა.