ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილე დიმიტრი ჩიკიროვი აცხადებს, რომ საქართველოს არაერთგზის განუხორციელებია ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების გადატანის მცდელობა.
"თუმცა ყოველივე ამას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენების და წინასწარი გაფრთხილების გარეშე აკეთებდა, რაც საზღვარზე დაძაბულობას უწყობს ხელს", _ აცხადებს ჩიკიროვი.
"სინაგურის სასაზღვრო მონაკვეთზე, ჩვენი შეფასებით, სიტუაცია შედარებით სტაბილურია. ამასთან, გარკვეული ხასიათის დაძაბულობა მაინცაა. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია ქართული მხარის უწყვეტ მცდელობებთან, გადმოიტანოს პერევში არსებულ საგუშაგოს გავლით ჰუმანიტარული ტვირთი და ყოველივეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან არ ათანხმებენ", _ აცხადებს ჩიკიროვი და დასენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მხარე ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას წინასწარ საქმის კურსში ჩააყენებს, ტვირთების გადმოტანის პრობლება აღარ იარსებებს