,,მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია ,,ქართული ოცნების" პროგრამას უარყოფითად აფასებს.
,,მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება, ამიტომ ჩვენ ხელს არ შეუშლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ წარმოდგენილ პროგრამას, რომელსაც თავად მინისტრობის კანდიდატები არ ეთანხმებიან. ჩვენ ხელს არ შეუშლით ამ პროცესს, რადგან მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ფუნქციონირება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის დანაპირები, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ჰპირდებოდა", _ განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატება ახალ მთავრობას შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. Gგავრცელებული ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს მხარი დაუჭიროს ,,ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.