როგორც გამოცემაNewsday იტყობინებოდა, ჯერ კიდევ, გაზაფხულზე, ფინელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ შეიძლება ხელახლა შექმნან 1840 წელს არსებული ლუდი. ეს იდეა მაშინ მოუვიდათ, მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს ალანდის კუნძულებთან ახლოს ჩაძირული გემიდან მოპოვებულ ლუდში არსებული ცოცხალი ბაქტერია.
2010 წელს აღმოჩენილმა ჩაძირულმა გემმა კატასტროფა სავარაუდოდ 1840 წელს განიცადა. მასზე ასევე აღმოჩნდა უძველესი შამპანური, რომელიც სასმელად ვარგისი იყო და შემდეგ აუქციონზე გაიყიდა.
მკვლევარებმა გააანალიზეს ლუდის ორი ბოთლი, რომლებმაც როგორც გაირკვა „ვერ გაუძლო დროის გამოცდას" მაგრამ შეინარჩუნა ოქროსფერი და შესაძლოა თავიდან ჰქონდა ვარდის, ნუშის და მიხაკის არომატი.
„ლუდის ქიმიური ანალიზის საფუძველზე და ჩვენი მთავარი სპეციალისტის დახმარებით შესაძლებელი იქნება ისეთი ლუდის შექმნა, რომელიც შეძლებისდაგვარად ამ უძველესი ლუდის მსგავსი იქნება" აღნიშნა ანიკა ვილჰელმსონმა ფინეთის VTT ტექნიკური კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა. გემის კატასტროფის ადგილი ფინეთის ავტონომიური ნაწილის, ალანდის მოშორებით მდებარეობს.