დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერგმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ისთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელება და ეს ზუსტად შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ ქარტიას.
"ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ზუსტად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების მიერ ხელმოწერილ ქარტიას. ის მილიარდდოლარიანი დახმარებაც, რომლის პირობაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დადო და რომელიც თითქმის მთიანად შესრულებულია, ნათლად ასახავს, რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს დახმარებას ქვეყნის აღდგენისა და და ძლიერი ეკონომიკის შექმნის თვალსაზრისით", _ განაცხადა ჯეიმს სტეინბერგმა და პირობა დადო, რომ აშშ საქართველოსთან გრძელვადიან თანამშრომლობას გააგრძელებს.
"პირობას ვდებთ, რომ ვაგრძელებთ გრძელვადიან თანამშრომლობას და თქვენს დახმარებას დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, ღია ეკონომიკის შექმნასა და საქართველოს უსაფრთხების უზრუნველყოფაში. ავღანეთში თქვენი სამხედრო ძალები გაგზავნა კი ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ცალმრხრივი პროცესი და თქვენ თავადაც უზრუნველყოფთ სხვების უსაფრთხოებას", _ განაცხადა ჰილარი კლინტონის მოადგილემ.