"ლეიბორისტული პარტია" მობილური ოპერატორებისგან ტარიფების შემცირებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერებმა დღეს რუსთაველის გამზირზე, კომპანია "ბილაინის" ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, საქართველო მობილურ კავშირზე ტარიფების სიძვირით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და საქართველოში მოქმედი კომპანიები ტარიფებს ხელოვნურად ზრდიან.
მისი თქმით, "'ლეიბორისტული პარტია" საპროტესტო აქციებს "მაგთისა" და "ჯეოსელის" ოფისებთანაც გამართავს.
საქართველოში მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ბილაინი" "ლეიბორისტების" ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ტარიფი საკმაოდ ხელმისაწვდომია.