დამტკიცების შემდეგ, პირველივე სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა, შესაძლოა, განიხილოს საკითხი ქვეყნიდან გაქცეული მაღალი თანადენობის პირების ინტერპოლის მეშვეობით - საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ. შესაბამის დავალებას, სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ირაკლი ღაიბაშვილი და თეა წულუკიანი მიღებენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია "იზვესტიასთან" ინტერვიუში აცხადებს, იმ თანამდებობის პირებს, რომლესაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, პასუხისგება მოუწევთ.
"თვით ჩრდილოეთ პოლუსზედაც რომ დაიმალნონ, იქაც ვიპოვით", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო იყო კოუფციის ბუდე.
ალასანიას თქმით, პირველ რიგში, შემოწმდება, თუ რამდენად სამართლიანად ტარდებოდა ტენდერები შეიარაღებისა და ამუნიციის შესაძენად.