სეპარატისრული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ საქართველო აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან ჯერ კიდევ კარგა ხანს არ მოაწერს ხელს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას.
"სამწუხაროდ, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს მოლაპარაკებების გამართვა, რომ საქართველო დასთანხმდეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია და დასძენს, რომ ყოველთვის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცედურა საქართველოს ბრალეულობით იშლება.