რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი იური ზვირიკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეთა ძალისხმევის შედეგად 2009 წელს აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულია 433 ადამიანი.
"აღმოჩენილია იარაღის 16 სამალავი, რომელშიც საბრძოლო იარაღი, ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. ამას გარდა, ამოღებული და განადგურებულია ოთხი ავტომატი და ორი კარაბინი, ორი პისტოლეტი და 3000-ზე მეტი საბრძოლო მასალა. ამოღებულია 200 ნაღმი და 400 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება", _ აცხადებს ზვირიკი და დასძენს, რომ ყოველივე ამის გარდა, რუსეთის მეასზღვრეების მიერ დაფიქსირებულია ქართული მხარის მიერ უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების ე. წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის 41 ფაქტი.
"ამოღებულია კონტრაბანდული ტვირთი, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ რუსულ რუბლზე მეტია", _ დასძენს ზვირიკი.