რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი იური ზვირიკი აცხადებს, რომ აფხაზეთის ე. წ. 23 მოქალაქე რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში სწავლობს. ეს განცხადება ზვირიკმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება საზღვრის ერთბლივი დაცვის თაობაზე პროფესიონალური კადრების მომზადებასაც ითვალისწინებს. ამიტომაც აფხაზი ახალგაზრდობა სამხედრო განათლებას კურგანსკის სამხედრო სასწავლებლის ბაზაზე უკვე გადის", _ განაცხადა ზვირიკმა.