მხოლოდ ძველი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსოწრება არ უნდა დავიწყოთ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიამ კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, სამართლებლივი კუთხით ქვეყანა წინ უნდა წავიდეს.
"ხალხი საზღვრებს გარეთ არ უნდა მიდიოდნენ. იუსტიციის მინიტრის როლის გადახედვა უნდა მოხდეს. არ შეიძლება ქვეყანას იუსტიციის ურჩხული მინისტრი ჰყავდეს და არ შეიძლება იუსტიციის მინისტრი შიშის წყარო იყოს. ჩავატარებთ რეფორმებს და რაც მთავარია პროკურატურისა და იუსტიციის მინისტრის თანამშრომლობა გაწონასწორებული იქნება. პრინციპი გვექნება: „ყველა ყველას აკონტროლებს",- განაცხადა წულუკიანმა.