,,ნაციონალური მოძრაობა" ასეთი ტიპის განცხადებებით პრევენციას ახდენს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" ბრალდების კომენტირებისას.
მისვე განცხადებით, უმცირესობის ბრალდება გაუგებარია და უფრო მეტ დაკონკრეტებას მოითხოვს.
,,დააკონკრეტონ, თუ რომელ დეპუტატებზე ხდება ზეწოლა, რადგან ასეთი ლოგიკით მეც შემიძლია ვთქვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდება ზეწოლა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ძიძიგურმა.
მისვე განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადება დეპუტატების შესანარჩუნებლად პრევნციას ემსახურება.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" მათი დეპუტაციის შენარჩუნება იოლი საკითხი არ არის. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებებით ერთგვარად პრევენციას ახდენენ, რომ თავისი დეპუტატების შენარჩუნება მოახერხონ და საზოგადოებას დაანახონ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებად დარჩებიან უშიშრები არიან", _ განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,ქართული ოცნებას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებს