ალიანსი საქართველოსთვის" ინიციატივას საარჩევნო სიების მონიტორინგთან დაკავშირებით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" გამოეხმაურა. ამის შესახებ დღეს "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მემარჯვენეების ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციები ორ პარტიას შორის მომავალშიც გაგრძელდება. უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო.
უსუფაშვილმა ცესკო - ს მხრიდან საარჩევნო სიების პარტიებისთვის გადაცემაზეც ისაუბრა.
"ცესკო-ს საარჩევნო სიები პარტიებისთვის 5 თებერვალს უნდა მიეწოდებინა, თუმცა ეს, 15 თებერვლამდე ვერ მოხერხდება, რადგან სხვადასხვა უწყების მონაცემები ელექტრონულად ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც კი სიებს მივიღებთ, "ალიანსი საქართველოსთვის" მზად იქნება საკუთარი მექანიზმებით აწარმოოს მონიტორინგი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.